ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების ნახევარზე მეტის დაბლოკვას ითვალისწინებს , - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, რომ გერმანიის პრეზიდენტი უკრაინას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელინსკისთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან ერთად პოსტს აქვექნებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი აამოქმედებს 1936 წლის მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლს, რის საფუძველზეც შავ ზღვაში არ შეუშვებს სამხედრო გემებს.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ განცხადება „სახიფათო“ და „უპასუხისმგებლოა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოიყვანის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს “კატასტროფა იქნება“.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო აცხადებს, რომ მტრის ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა კიევისკენ მიემართება.
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საზიზღარი საქციელია, ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და არ შეიძლება გამართლდეს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა თანახმაა რუსეთს ბელარუსის საზღვართან ახლოს შეხვდეს და ესაუბროს.
რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა და უბრძანა, რუსული ჯარი სამხედრო მორიგეობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდეს.