global distribution
გარე ავეჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
 
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.
 
ასევე, ღარიბაშვილი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ღარიბაშვილთან ერთად პოლონეთში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც გაემგზავრა.
799