
ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არის აღიარებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +23, +28 გრადუსამდე გათბება.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ ითხოვს საქართველო ამერიკისგან და ევროპისგან უკრაინის მსგავსად შეიარაღებას.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანას შესთავაზებენ.

გასული ერთი კვირის (02.05-08.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 984 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 01:41 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დემოკრატიის დაცვის ე.წ. ლენდ ლიზის აქტს ხელი მოაწერა.

უკრაინაში "სპეცოპერაციაში" მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლეს სასწავლებლებში მიღების კვოტების შესახებ" განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ბოლომდე ვერ ვიტყვით, რომ „ომიკრონის“ ორმა შტამმა პანდემია დაასრულა, რადგან მსოფლიოში ყოველდღე ნახევარი მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება.