
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, პესტიციდებით ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. ისინი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. ვარკეთილში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცავებმა შუამთის 10 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსიდან ძმები ბექა და გიორგი შენგელიები აიყვანეს.

შვეიცარიაში, Nespresso-ს ყავის ქარხანაში, პოლიციამ 500 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი დოლარია.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) და ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო საბჭო (IFAB) ფეხბურთის წესების შეცვლაზე მსჯელობენ. ამის შესახებ ყოფილმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, განაცხადა,რომ არ გამორიცხავს, ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩად მიხეილ სააკაშვილი დანიშნოს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში იმპორტირებული "ქინდერის" საეჭვო პარტიები დალუქა, ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი, რაც ამ 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. თუ სადმე გადაცდომა იყო, რეაქციაც უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს ბოდიში მოუხადა სერგეი ლავროვის კომენტარის გამო, რომ ადოლფ ჰიტლერს „ებრაული სისხლი ჰქონდა“.