რუსი ხალხი ამაყობს თავისი არმიით და საზღვაო ფლოტით - განაცხადა პუტინმა პატრიოტთა პარკში, არმია-2022-ის ფორუმის გახსნაზე. მისი თქმით, "ისინი ყოველთვის საიმედოდ იცავდნენ სამშობლოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და თავისუფლება მოუტანეს სხვა ხალხებს".
„დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს, ჩვენი ჯარისკაცები, დონბასის მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას და ეტაპობრივად ათავისუფლებენ დონბასის მიწას“, - განაცხადა პუტინმა.