ფინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ტურისტული ვიზების რაოდენობას 90%-ით ამცირებს. ამას ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რაც მთავრობამ დაამტკიცა. ამის შესახებ კი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები სექტემბრის დასაწყისიდან ამოქმედდება.
პეკა ჰავისტომ ასევე თქვა, რომ ფინეთი ევროკავშირს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასთან ერთად შესთავაზებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით ერთობლივ გადაწყვეტილება მიიღონ. მისი თქმით, მნიშნელოვანია, რომ ევროკავშირს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ჰქონდეს.