
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სიტყვები "დიდება თავისუფლებას" მიუღებელია.

რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ მას ესმის უკრაინაში მის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის მიერ მოსკოვთან კავშირების გაწყვეტაზე მიღებული გადაწყვეტილება. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტრანსგენდერ ქალებს საცხოვრებელ სახლში 20–მდე მამაკაცი დაესხა თავს. ძალადობა დრეს გამთენიისას მოხდა. თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბინის მეპატრონესაც.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები გახანგრძლივდა.

გაიხსენეთ სტოლტენბერგის ეპიზოდი, როდესაც დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, თითქოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა სტოლტენბერგი, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“–ბრეგვაძე.

ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე მორგებულ ცვლილებებზე, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება.

მინდა, ყველას შევახსენო – რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი და რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენს ქვეყანას, დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.