ინდოეთში ახალი ვირუსული ინფექცია "პომიდვრის" გრიპი გავრცელდა, - ინფორმაციას Thewashingtonpost ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად დაავადება კერალას შტატში 82 ბავშვს დაუდგინდა, მოგვიანებით კი ვირუსი ინდოეთის კიდევ 3 შტატში გავრცელდა. "პომიდვრის გრიპი" სიცოცხლისთვის საშიში არ არის და მისი მკურნალობის სპეციალური დანიშნულება არ არსებობს.
როგორც წესი, ადამიანებს ვირუსისგან გამოჯანმრთელება საკუთარი ძალებით შეუძლიათ. დაავადების დროს პაციენტებს მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი და გამონაყარი აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ "პომიდვრის გრიპის" ზოგიერთი სიმპტომი ძალიან ჰგავს კორონავირუსით გამოწვეულ სიმპტომებს, მას Covid-19-თან არანაირი კავშირი არ აქვს.
ინდოეთში ახალი ვირუსი, „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა
529
|