
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა და 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკით, გვესმის უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, დაუფიქრებელი თუ არასაჭიროა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

ჩვენ ვართ ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა, ევროპაში იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.

სამხრეთ ოსეთის საკითხი საკმაოდ ადვილად შეიძლება მოგვარდეს,– განაცხადა, რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა.

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ბათუმში ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.

ასეთი ზოგადი სიმბოლოები უფრო კარგად მუშაობენ – განაცხადა რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა.

ისრაელ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დღეს თბილისის ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის N 30 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ნატო-სა და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს, – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.