ისრაელ-საქართველოს მიმართულებით ახალი ავიარეისი დაინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია ავრცელებს.
ვურჩევ ყველა ოჯახის ექიმს, ყველა კოვიდკლინიკას და კოვიდპაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“–ამის შესახებ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნატალია ჯახუტაშვილის მიმართ, "ქართული ოცნების" ტავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ გმობს ირაკლი კობახიძის აგრესიას.
ჯანმოს მიერ „მაიმუნის ყვავილის“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოცხადებას, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს და მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:
მოითმინა შეძლებისდაგვარად, ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს განუცხადა, როდესაც მას მედიის წარმომდგენელმა უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პირადი შეურაცხყოფა მიაყენა“ და მომხდარის შეფასება სთხოვა.
როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
სომხეთის დედაქალაქის მერის, ჰრაჩია სარქისიანის ინიციატივით, ერევნის მცხოვრებლებს და სტუმრებს 07:00 საათზე მუსიკის ხმა გააღვიძებთ.
ერთადერთი, ვის მიმართაც მემგონი ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 27 ივლისს, 00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.