
დიასპორის დღევანდელი ბედი სულ სხვანაირია და ბევრად მჭიდროა დღეს. იმედი მაქვს, მომავალში უფრო დაკავშირებული იქნება ქვეყანასთან. დიასპორა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ძალას უცხოეთში, პატარა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს დიასპორის არაერთი წარმატებული და ბრწყინვალე წარმომადგენელი და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ.

პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფორმატში უპასუხებს
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის ფორმატში უპასუხებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

2022 წლის 24 მაისს რუსეთის საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წერილი, რომელშიც ის რუსეთის პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას უსურვებს.

უკრაინის უმაღლესი "რადას" დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ სამინისტრო "ბუტკა" არაა. ასე გამოეხმაურა ის მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას.

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვაში წერს, რომ ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ, საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობები უნდა განვითარდეს.