
საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

უკრაინელი პოლიტოლოგის მიკოლა დავიდიუკის შეფასებით, რუსეთის საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა გარკვეულწილად პროპაგანდის შედეგია. ამის შესახებ, მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მაიმუნის ყვავილის" სავარაუდო შემთხვევა საქართველოში. ქვეყანაში საეჭვო ფაქტს იკვლევენ. ინფორმაციას ადასტურებს ამირან გამყრელიძე.

კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ გაერო-ში საჩივარს შეიტანს, რადგან მიიჩნევს, რომ „ანკარას კუნძულის სეპარატისტულ ჩრდილოეთზე სრული კონტროლის დამყარება სურს“, – მედიის ცნობით, ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა განაცხადა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში აღნიშნული ინფექცია არ დადასტურდა, მეორე შემთხვევა კი კვლევის პროცესშია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლოკდაუნის დროს გამართული წვეულებების გამო უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.

წარმოუდგენელია, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი, ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი წერს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ. როგორც "კონსერვატიულ პარტიაში" განაცხადეს, ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.