
ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს +109 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძემ, ტრავმის მიუხედავად, ქომაგთა იმედები კვლავ გაამართლა, ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.რეჟისორმა ნახევარი საუკუნე თეატრს მიუძღვნა.

დელავერის რეზიდენციიდან, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ "სიენენი" ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს ბალტიის ზღვაში ნატო-ს ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო სწავლება Baltops-22 იწყება, რომელშიც ალიანსის 14 წევრთან ერთად შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ.

პუტინის რიტორიკა მნიშვნელოვნად ფრთხილი გახდა, ჩემი დაკვირვებით, როდესაც მათ დაიწყეს მათი აზრით სპეციალური სამხედრო ოპერაცია, გათვლა ჰქონდათ, რომ წარმატებას ძალიან მალე მიაღწევდნენ – ამის შესახებ, რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა განაცხადა.

„რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2"-ისგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მივმართავთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ღარიბაშვილმა ბრატისლავაში განაცხადა.

ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. საქართველო ევროპას მიეკუთვნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩვენ ყოველთვის ვიმყოფებით იქ, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს ვჭირდებით, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.