რუსი ოპოზიციონერი, ლეონიდ გოზმანი დაკავებულია, – ამის სესახებ ინფიორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც გოზმანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკოსი მოსკოვში ერთერთი მეტრო სადგურის ჩასასვლელთან დააკავეს. ასევე ადვოკატის განმარტებით, ამ დრომდე მისი დაცვის ქვეშ მყფისთვის არავის განუმარტავს დაკავების მიზეზი და სხვა დეტალები.
მისივე თქმით, როგორც გაირკვა გოზმანზე ძებნა ყოფილა გამოცხადებული, თუმცა ამის შესახებ დაკავებულმა და მისმა ადვოკატმა მხოლოდ მისი დაკავების შემდეგ შეიტყვეს. ამასთან, მათთვის ისიც უცნობია, თუ რატომ გამოცხადდა ძებნა და რას ედავებიან ოპოზიციონერ პოლიტიკოსს.