დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი. სავარაუდოდ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ეზოში მდგომი მანქანები. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე–მაშველები და სამართალდამცველები.