ევროკავშირის საგარეო პოლიტის ხელმძღვანელის თანაშემწის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია მედიაში გაჟღერებული ცნობების შესახებ, რომელიც დიპლომატების მიყურადებას ეხება.
საავტომობილო გზის იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. მიკროავტობუსი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ბავშვების 90%-ში ინფიცირების წყარო არის ოჯახის წევრი, ამიტომ თუ შვილები გვიყვარს, უნდა ავიცრათ, - ეს განცხადება იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ დღეს გააკეთა.
მნიშვნელოვანია სწორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდეს აქტიური ვაქცინაცია, ეს იქნება სწორი ბერკეტი, რომელიც დაუპირისპირდება მოსალოდნელ მეხუთე ტალღას“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 378 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 154 PCR ტესტით.
ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი „Netflix“-ს უჩივის. ლეგენდარული მოჭადრაკის უფლებებს იურიდიული ფირმა BLB, ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს იაპონიის საგრანტო დახმარების ფარგლებში მიღებული სამედიცინო აპარატურა გადაეცა.
შტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 Pჩღ ტესტით.