ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა თხრილში ჩავარდა. შემთხვევა სენაკთან მოხდა, თვითმხილველების განმარტებით, მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარის გამო, ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა, მოქალაქეებს დანიშნულების ადგილამდე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაიყვანენ. მომხდარზე მოკვლევა დაიწყო.