ოკუპირებელი აფხაზეთის ქალაქ ბიჭვინთაში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა.
ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამდე აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოსთან ომის ალბათობას შეაფასებს, როგორც მაღალს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩ ალი ქაან ორბანს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაში გადის - ამბობს სენატორი ბენ კარდინი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
რეფერენდმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში! – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ფსევდორეფერენდუმებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი ტერიტორიების დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომელთა ანექსიაც მალე შესაძლოა რუსეთმა სცადოს.
რუსეთი გადაიხდის საფასურს თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განიდევნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციიდან შემოსული და გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირი ამზადებს რეკომენდაციებს რუსეთიდან იმ პირების მისაღებად, ვინც სამხედრო მობილიზაციას გაურბის. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საიდანაც რუსეთის მოქალაქეები ინტენსიურად შემოდიან, კონტროლი გამკაცრებულია და უსაფრთხოების სამსახურიც მუშაობს, რომ „ვინმე არ შემოიპაროს“.