ტაჯიკეთ-ყირგიზეთის სასაზღვრო ზონაში შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. ტაჯიკური მედიის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად ორი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა, 11 ადამიანი კი დაშავდა.
ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას, ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საზღვარზე კვლავ შეტაკებებია.
მომდევნო კოვიდსტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც მონაცემები ყოველთვიურად განახლდება - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დაღმავალი ტენდენცია და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, მათი გაცხადებული სურვილია, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად უკრაინაშია, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიიწვიეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ბრიტანეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, როგორც მედია წერს, ირანის ისლამური რესპუბლიკაც ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ღამით აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებების შედეგად სომხური მხრიდან 49 სამხედრო დაიღუპა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრები გამართა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვას ახორციელებდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის ხმა ისმის. ინფორმაციას ადგილობრივებზე დაყრდნობით უცხოური მედიასაშუალებები ტელეგრამ-არხებსა და Twitter-ის გვერდებზე ავრცელებენ.