ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [11:00 საათი], 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი.
პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი - თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი,- ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 1 815 767-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.
„ქართული ოცნება” თბილისში დამარცხდა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ მიზანს მიაღწია, თბილისში იწყება ცვლილებები, - ასე ეხმაურება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეგზიტპოლების შედეგებს.
Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, თბილისში არჩევნების მეორე ტური იქნება.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით მთელს საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” 38.6 % , ენმ-მ კი 33.0 % მიიღო. გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” კი 7.6 %.
15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.
12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ ვრჩებით შეშფოთებულნი დემოკრატიის კუთხით საქართველოს განგრძობადი უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციით და წინასაარჩევნო ძალადობის შესახებ ცნობებით, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი კონგრესმენი გრეგორი მიკსი და კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, მაიკლ მაკკოლი აცხადებს.