
გუდაურში , პარაპლანის ხევში ჩავარდნის შედეგად არაბი ტურისტი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ამოყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ მას 4-5 თვეა სოსო გოგაშვილთან სატელეფონო კონტაქტიც კი არ ჰქონია და ეცინება გოგაშვილის მეუღლის მიერ გაჟღერებულ "ლიკვიდაციის გეგმაზე".

სოსო გოგაშვილის ცოლის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, მისი მეუღლე მეუფე იაკობმა გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია. თეა მარტყოფლიშვილმა გვარებიც დაასახელა - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური.



სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას უწყების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ.



დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სპეცოპერაციის შედეგად, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დააკავეს. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.