აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დასასრულს, ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მედიის ცნობით, მაიამეში ყოფნისას ტრამპმა „დემოკრატები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ქვეყანა კომუნიზმისკენ მიჰყავთ.
„დემოკრატებს“ სურთ, ამერიკა გადააქციონ კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ ფლორიდის მოსახლეობა აპირებს, ხელახლა აირჩიონ ჩემი შესანიშნავი მეგობარი, მარკო რუბიო აშშ-ის სენატში. თქვენ აპირებთ, ხელახლა აირჩიოთ რონ დესანტისი თქვენი შტატის გუბერნატორად. დღეს გიჟურ „ნიუ-იორკ თაიმსსაც“ კი დიდი სტატია ჰქონდა ესპანელების რესპუბლიკურ პარტიაში მოსვლის შესახებ. ბევრი ამბობს, რომ ეს არის ტრამპის პარტია, სადაც ისინი მოდიან. მე ვამბობ, რომ იყოს რესპუბლიკური პარტია, მაგრამ თქვენ მოგწონვართ. ვიცი, რომ მოგწონვართ. ორჯერ ვიყარე კენჭი, ორჯერ გავიმარჯვე და მეორედ ბევრად უკეთესად გავაკეთე, როდესაც 2020 წელს მილიონობით მეტი ხმა მივიღე, ვიდრე 2016 წელს. ახლა კი, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებული, უსაფრთხო და დიდებული გავხადო, ალბათ ამის გაკეთება ისევ მომიწევს“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ში კონგრესის არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.