მიხეილ სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, - ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, რადგან მას და მის პარტიას ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა დაწესდეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 723 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 118 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 605 PCR ტესტით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 774 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 37 ადამიანი.
განათლების სამინისტრო მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ვაქცინაციაში ჩართვისაკენ მოუწოდებს.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, ესაჭიროება თუ არა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისად, მოხდება თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია.
თბილისში არსებული 186 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღიდან, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, 55 ბაგა-ბაღი დაკეტილია.