გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოში 10 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 871 116 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 149 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%
საქართველოს საპატრიარქო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმარის წერილს ავრცელებს.
ვიღაცა რომ მზიდ კედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე, - ამის შესახებ ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ გვერდზე წერს.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ჩერდება.
ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი ბათუმში და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე წერს, რომ დროებით წყვეტს წინასაარჩევნო კამპანიას.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მაშველებმა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ამოიყვანეს. მაშველებმა ორივე ცხედარი ერთი და იმავე ლოკაციიდან ამოიყვანეს.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვლილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი.