
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ მათთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რაც ასევე კარგად ესმის საქართველოს მთავრობას.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომს ეხმაურება და მას "მშვიდობის იძულების ქმედებების განხორციელებას" უწოდებს, რის მიზეზდაც "მოქალაქეების დაცვას" ასახელებს.

მიხეილ სააკაშვილის გაუთვლელი პროვოკაციული ნაბიჯების გამო ქვეყანამ ომი ვერ აიცილა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ განცხადებას ადასტურებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.

პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წინა ხელისუფლება და მესამე პრეზიდენტი.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება.

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, საქართველო გაერთიანდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.