
რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილე მედვედევი "ახალი ჩერნობილის" მოწყობის მცდელობაში უკრაინასა და დასავლეთს ადანაშაულებს და წერს რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და უბედური შემთხვევები შეიძლება იქაც მოხდეს.

მაშველები მწვერვალზე ჩარჩენილი ტურისტების დახმარებას ცდილობენ. სამაშველო სამსახურის ჯგუფი თეთნულდზე ფეხით მიემართება, თუმცა უამინდობის გამო გადაადგილება უჭირთ.

სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწვერვალ თეთნულდზე მყოფ ტურისტების ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ხელმომწერი მაუწყებლები ჩვენ წინააღმდეგ მომართულ ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად მივიჩნევთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს მიღებულ, ჩვენი შეფასებით, დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებას.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა.

ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ქვეყნის გამთლიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაიმუნები არ არიან დამნაშავეები "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაში, - ამის შესახებ nytimes ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებას ავრცელებს.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში იქექებოდნენ, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელ TRUTH social-ში გააკეთა.

12 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.