
აშშ არ ცდილობს, რომ საქართველო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში, ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, – ამის შესახებ განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე წვრთნების დროს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. როგორც „ბიბისი“ წერს, ჩინეთმა წვრთნები ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ წამოიწყო.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ხვალ, სოჭში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ“ დოზის გაკეთება აუცილებელია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში ყირიმ-კონგოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამოფრქვევა დედაქალაქიდან 25 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

პრეზიდენტი პუტინი თუ გაიფიქრებს მაინც ისეთ ქმედებებს ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც რუსეთმა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაშინ ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ვიზიტის დროს გააკეთა.

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი განცხადებას აქვეყნებს.