
14 წლის წინ საქართველოში, მსოფლიოსთვის დასანახად გამოვლინდა რუსეთის ძალადობრივი იმპერიული ზრახვები, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისია წერს „ტვიტერზე“ , რითაც აგვისტოს ომს ეხმაურება.

ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება, დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან, – აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

გასული ერთი კვირის (02.08-09.08.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 11 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ ვერ იტყვის ბიძინა ივანიშვილზე ან ნებისმიერ სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არ იმოძრავებენ. ცნობილი ხდება, მოქალაქეები 9-10-11 აგვისტოს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ვერ გაემგზავრებიან.

მკვლელობის მცდელობა საბერძნეთში - 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ბირთვულ ობიექტებთან უკრაინაში, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკრმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აგვისტოს ომიდან 14 წლისთავს ეხმაურება.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ - მე არავის ვუპირისპირდები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.